სასტუმრო მზიური გთავაზობთ მშვიდ და მყუდრო გარემოს, თბილისის გულში.კომფორტსა და სტუმრის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სივრცე, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი და ხელსაყრელი მდებარეობა ქმნის ყველა პირობას სასიამოვნო და დასამახსოვრებელი დასვენებისთვის.
აღმოაჩინეთ საქართველოს ცოცხალი და ენერგიული გული - თბილისი. მზიური გთავაზობთ კომფორტულ ნომრებში განთავსებას. სასტუმროდან იშლება ხედი ისტორიულ ძველ ქალაქზე და მარტივადაა შესაძლებელი ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა.
ფეხით სულ რამდენიმე წუთში მიხვალთ თავისუფლების მოედანთან, გოგირდის აბანოებსა თუ ბარ-რესტორნებთან.
ნომრებში კი ისიამოვნებთ კონდიციონერით/გათბობით, კომფორტული საწოლებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით, სწრაფი ინტერნეტითა და ულამაზესი ხედის მქონე აივნებით, საიდანაც მოჩანს ფუნიკულიორი, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი და სხვა მრავალი გამორჩეული ადგილი. დაჯავშნეთ ნომერი ახლავე, პირდაპირ საიტიდან, საუკეთესო ფასად, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.
თითოეული ოთახი გულდასმით არის მომზადებული, ჩვენი გუნდი კი თქვენი ყოფნის პერიოდში — ჩამოსვლიდან გამგზავრებამდე — მზადაა შეგიქმნათ კომფორტი..
ოთახის ნახვააირჩიეთ ოთახი
ისიამოვნეთ თბილისის ცენტრთან მოსახერხებელი მდებარეობით და კვლავ დაუბრუნდით სასტუმროს კომფორტულ და სტუმართმოყვარე გარემოს.
ადგილმდებარეობის გაზიარებაინტერნეტთან უწყვეტი კავშირი, სასტუმროს ნებისმიერ წერტილში,
ყოველდღიური დასუფთავება
თბილისის ცენტრთან მოსახერხებელი წვდომა.
დახმარება თქვენი ყოფნის პერიოდში.